მშობლების 12 საიდუმლო, რომლებსაც სააღმზრდელო წიგნებში ვერ ნახავთ

0

მშობლების უმეტესობა დაგვეთანხმება, რომ იყო დედა ან მამა – ყველაზე საოცარი და მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელსაც ცხოვრებაში ვასრულებთ. ამის შესახებ ბევრი ჭკვიანური და სასარგებლო წიგნია დაწერილი, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი ბავშვის აღზრდის ნიუანსები. მაგრამ აღნიშნულ პროცესში არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი საიდუმლო, რომელსაც წიგნებში ვერ წაიკითხავთ. მათი ცოდნა დაგეხმარებათ თქვენი შილების სწორად აღზრდასა და ამისგან სიამოვნების მიღებაში.

1.ყველა მშობელი ხანდახან კარგავს მოთმინებას
მშობლობა გულისხმობს უდიდეს ემოციურ, გონებრივ და ზოგჯერ ფიზიკურ მუშაობას, რაც ყოველთვის და მით უმეტეს, უმალვე არ გახლავთ დაფასებული. პირიქით, ისეთ წინააღმდეგობასაც ვხვდებით, რომ შეიძლება ხელები ჩამოვყაროთ ან სურვილი გაგვიჩნდეს, მდგომარეობიდან გამოვიდეთ და ემოციებს მივცეთ გასაქანი. ხანდახან ესეც საჭიროა, რომ დაგროვილი განცდები აღარ შეიკავოთ, რათა ამით თავიდან აიცილოთ უარესი შედეგი.

2. ყველაზე ძვირფას სათამაშოებს მშობლები თავისთვის უფრო ყიდულობენ
გარკვეულ ასაკამდე, ბავშვს საერთოდ არ აინტერესებს, რა ღირს ესა თუ ის სათამაშო. შესაბამისად, უბრალო ქაღალდის ჭიქით შეიძლება უკეთ გაერთოს, ვიდრე ძვირფასი ნივთით. ამიტომაც, არ ღირს მოითხოვოთ პატარისგან, რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს სათამაშოსადმი იმის გამო, რომ მასში დიდი თანხა გაქვთ გადახდილი. მნიშვნელოვანია, ასწავლოთ შვილს, სიამოვნება მიიღოს უბრალო ნივთებისგან, ვიდრე ფასთან დაკავშირებული ციფრებით მოახდინოთ ზეგავლენა მის ცნობიერებაზე.

3.თქვენ გაქვთ გაბრაზების უფლება
ბევრი მშობელი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, თვლიან, რომ ნებისმიერ ვითარებაში უნდა უყვარდეთ თავიანთი შვილი და გამოხატონ ეს სიყვარული, თუმცა ასე არ არის. ზოგჯერ ბავშვები პატარა მონსტრებად გადაიქცევიან, რომლებსაც შეუძლიათ წყობილებიდან გამოიყვანონ მედიტაციის ჩემპიონიც კი. ბუნებრივია, დასჯის რადიკალური მეთოდები გამართლებული არ გახლავთ, მაგრამ მოზარდის არასათანადო საქციელზე მშობლის მხრიდან შესაბამისი რეაქცია საჭიროა.

4. თქვენი „არა“ დამღუპველი არ არის
ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს მკაფიო საზღვრები იმისა, თუ რა არის ნებადართული და თქვენი მყარი “არა” უნდა იყოს ამის განმსაზღვრელი. შესაძლოა, მათ უარის გამო ისტერიკა მოაწყონ ან პირიქით, ანგელოზებად გადაიქცნენ, მაგრამ თუკი თვლით, რომ მათი მოქმედება სახიფათო ან მავნეა, აუცილებლად უნდა აუკრძალოთ. მუდმივი დათანხმება მარტივი და სასიამოვნოა, მაგრამ ნუ აჰყვებით ამ ცდუნებას.

5. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ დრო დამოუკიდებლობისთვი
თუკი მუდმივად თან დასდევთ თქვენ შვილს, შემდგომში სასაცილო იქნება, რომ მისგან დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა მოითხოვოთ. მუდმივი დახმარება სირთულეების დაძლევასა და კრეატიულობის განვითარებას უშლის ხელს. ამიტომაც აუცილებელია, რომ ბავშვის მარტო დატოვება შეგნებულად სცადოთ, რათა თავისით იპოვოს საქმე და თქვენს დაუხმარებლად გაერთოს.

6. თქვენ გაქვთ დასვენების უფლება
რამდენად მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს შვილების აღზრდის ამოცანა, მისგან შეიძლება მაინც დაიღალოთ. ბავშვებმა ხატონ, იკითხონ, ითამაშონ იმ დროს, როცა თქვენ მშვიდად წამოწვებით და ტელევიზორს უყურებთ. მიახვედრეთ მათ, რომ თქვენი დასვენებისთვის განკუთვნილი დრო ხელშეუხებელია და არ უნდა დაარღვიონ თავიანთი ყვირილით ან სხვა მოთხოვნილებებით.

7. სწორი კვება ადრეულ ასაკში იწყება
ბევრ მშობელს, განსაკუთრებით კი ბებიებს, ბავშვის კვებაზე ძალიან შეუსაბამო წარმოდგენა აქვთ. მართალია, პატარებს საყვარელი საკვები გააჩნიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩიპსებით, ნამცხვრებით და ნაყინით კვება აუცილებელია. ხშირად გვხვდება ისეთი სურათი, როცა მშობელი ცდილობს, ჭამის მხრივ გარკვეული შეზღუდვები გააკეთოს, თუმცა საკუთარ შვილებს ყოველგვარი რეკლამირებული პროდუქტით კვებავს და ამას შემდეგ გამართლებას უძებნის: „ჭამე, სანამ პატარა ხარ, ჯერ კიდევ შეიძლება“. მსგავსი მიდგომა სრულებით დაუშვებელი გახლავთ.

8. თქვენ უნდა გქონდეთ საკუთარი გასართობი
იყო მშობელი – სასჯელი არაა. ანუ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენს პიროვნულ ცხოვრებაზე უარი უნდა თქვათ და ბოლომდე გადაიქცეთ აღმზრდელად და მზრუნველად. თუკი ზოგჯერ კინოში, კაფეში, სტადიონზე ან მეგობრებთან სტუმრად წახვალთ, მომენტალურად ცუდ დედად ან მამად არ გადაიქცევით. უბრალოდ, დაიცავით გონივრული ბალანსი.
9. ყველა პოკემონის სახელი უნდა იცოდეთ
თქვენ გევალებათ, იცოდეთ ვიდეოთამაშების პოპულარული გმირების ბიოგრაფიები, საბავშვო ფილმების სიუჟეტები და ცნობილი ჯგუფების დასახელებები იმისათვის, რომ თქვენი მოზარდის თვალში დინოზავრების არსებობის დროინდელი არ გამოჩდნეთ.

10. ზოგჯერ მობოდიშება მოგიწევთ
თქვენს შვილთან ურთიერთობაში არაერთხელ მოგიწევთ შეცდომის დაშვება, რადგან უშეცდომო ადამიანები არ არსებობენ. იქნება არასამართლიანი გადაწყვეტილებები, დაუსაბუთებელი საყვედური თუ უხეში მოქმედება. ყველაზე მთავარი, რაც შეიძლება გააკეთოთ ნდობისა და სამართლიანობის აღსადგენად, არის უბრალოდ მობოდიშება. თუმცა ხშირად ეს იოლი არ გახლავთ.

11. ბავშვის აღზრდა ძალიან რთული და ამასთანავე, საოცრად სასიამოვნო საქმიანობა უნდა იყოს
ერთი დღის და თუნდაც, ერთი საათის განმავლობაშიც კი, თქვენ შეიძლება რამდენჯერმე ჩავარდეთ იმედგაცრუების უფსკრულში და მალევე ამაღლდეთ ზეცამდე. 10 წუთის განმავლობაში, სასტიკი რისხვა შეიძლება სიყვარულის ცრემლებმა შეცვალოს. ეს სრულებით ნორმალური ემოციებია, რომელსაც მშობლები განიცდიან. თუკი გრძნობთ, რომ ამ ყველაფერს ვერ უმკლავდებით და თქვენი რეაქციები ზედმეტად მწვავე ხდება, ე.ი. დროა, დახმარებას მიმართოთ და აიღოთ მცირე ტაიმაუტი. ხოლო თუ მაინც გააგრძელებთ საკუთარ ფსიქიკაზე ზეწოლას, ამან შეიძლება დაგაზიანოთ არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენი შვილიც.

12. თქვენს შვილს მუდმივად შეადარებთ სხვებს და შედეგიც ერთნაირი იქნება
თქვენი შვილი არაჩვეულებრივია. ის ყველაზე სწრაფი, ჭკვიანი, გონებამახვილი და მოხერხებულია. თუკი ვინმეს ამაში ეჭვი შეეპარება, დარწმუნებული იქნებით, რომ ეს მხოლოდ შურის გამო ხდება და ალბათ, ასეცაა.

გაზიარება.

კომენტარის დატოვება