თეო გორგოძე – ლილე და სანდრო

0

თეო გორგოძე – ექიმი

საკუთარი თავი მას შემდეგ შევიცანი, როდესაც პირველი შვილი, ჩემი მზე გოგონა, ლილე გავაჩინე.
დანახვის წამიდან, სამყარო გათბა, გადავეშვი დედა-შვილურ გრძნობებში, ეს დაუვიწყარი, შეუცვლელი გრძნობაა…მან საკუთარი წილი ბედნიერება მომანიჭა, ყოველი წამი, ერთად ყოფნის, გართობის, ალერსის, ზრუნვის, სილაღის, გვაბედნიერებს, გვზრდის, გვახარებს…
განსაკუთრებული გოგოა ჩემთვის, სიკეთის და სიყვარულის მასხივებელი. საკუთარი სახელის ახსნა მოიძია, იცის რომ ქართული(სვანური) სახელი ქვია და “მზის საგალობელს” ნიშნავს, ხშირად მთხოვს მზეო ლილეო დავუძახო) (სვანი არ არის)) ჩემთვის მზეც არის, და მზის სხივიც, ყოველ დილას მითბობს და მიამებს გულს❤
ლილე ძალიან გავს მამას, ამით ის ამაყობს, ბედნიერია. ხშირად არის მსგავსება ჩემს ბავშვობასთან, მახარებს ეს ფაქტი, მინდა ლაღი, ბედნიერი ბავშვობა ქონდეს, შეიცნოს სამყარო, მიიღოს სრულფასოვანი განათლება, ვცდილობ შვილების ყველა კითხვას ,ამომწურავი და მათთვის გასაგები პასუხი მოვუძებნო, ჩვენ ვართ საუკეთესო მეგობრები, თანამოაზრეები, მინდა ერთად ვიყოთ, სულ, სულ ერთად…
ახალი ეტაპი, (არანაკლებ საპასუხისმგებლო),მას შემდეგ დადგა ჩემს ცხოვრებაში, რაც მეორე შვილი, ალექსანდრე(სანდრო)დაიბადა. დაუშვებელია, მოხდეს შვილების სიყვარულის განსხვავება, ეს ხომ ღმერთის უდიდესი საჩუქარია, შვილი ხომ შენი სისხლი და ხორცია ,შვილი ხომ ყველაზე ძვირფასი განძია რაც კი გქონია ან როდესმე გექნება.

სანდროს დაბადებამ, კიდევ უფრო გაზარდა, უფრო გაამყარა ჩვენი ოჯახის სიყვარული.
ტკბილი ბიჭია, თბილია, ვაჟკაცურია, მერე რა რომ 6 წლის არის, მერე რა რომ ჯერ პატარა არის, დიდი ადამიანივით აზროვნებს, საოცარ კითხვებს სვამს, გონება გახსნილია, პირველკლასელია, დიდი გეგმები აქვს. რაგბისტობა უნდა, ბოქსიც მოსწონს, ფეხბურთიც, რომელს აირჩევს ჯერ არ ვიცი)) იქნებ წყალბურთიც შეუყვარდეს)) სიტყვას არ გადავა ,რასაც დამპირდება, პირნათლად ასრულებს დანაპირებს, მოკლედ კაცია კაცური, იცის სად, როგორ ,რანაირად მოიქცეს, მამას” ბოკვერია”🙈🦁
იცით როდის არიან ჩემი შვილები ყველაზე ბედნიერი? დედა და მამა გვერდით რომ ჰყავთ, “ოჯახი” მათი ჯადოსნური სიტყვაა, უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს ჩემი შვილების წინაშე, მინდა ყველა მათი წარმატების ნაბიჯი ერთად გადავდგათ, ერთმანეთის სიძლიერეს ვგრძნობდეთ, ზურგს ვუმაგრებდეთ ერთმანეთს.
მათი ჩურჩულით ნათქვამი მიყვარხარ, მათი პატარა ხელებით მოფერება, ჩახუტება, ალერსი, თითქოს მეორედ მომავლენს ამ ქვეყნად…
სანამ დედა გავხდებოდი, მქონდა მრავალი წესი და გეგმა შვილების აღსაზრდელად… დღეს მყავს ორი ძალიან აქტიური შვილი და აღარ მაქვს ჩემი წესები :)) შეიცვალა ჩემი ცხოვრება და ვართ თავდაყირა… თავდაყირაა ჩემი წესები , სიყვარულით და მეგობრობით ვაბალანსებთ ყოველდღიურობას… ალბათ ეს არის მთავარი, რომ გვესმოდეს და გვჯეროდეს ერთმანეთის!
მთავარია, შრომისმოყვარენი იყვნენ, იცოდნენ დროის ფასი, სიკეთე აკეთონ და ყველას გაუნაწილონ საკუთარი წილი ბედნიერება, სამშობლო ასახელონ, მე ბედნიერი ვიქნები❤

გაზიარება.

კომენტარის დატოვება