თიკა ჯანუაშვილი – ჩემი პატარა

0

ჯერ არ დავადებულხარ და უკვე ისე მიყვარხარ, როგორც ღმერთს უყვარს ადამიანები. როდის გნახავ ჩემო პატარა ანგელოზო, როდის ვიგრძნობ შენს უსუსურ სუნთქვას ჩემს კისერთან და როდის ჩაგიკრავ გულში, რომ ყველა განსაცდელისგან დაგიცვა.. მალე გაგაცნობ, დე, იმ სამყაროს, რომელმაც ასე სრულყოფილი შეგქმნა, ბუნებას,რომელიც მის ძალას სრულად გამოავლენს შენში, რადგან სამყაროში ვეღარაფერი შეიქმნება ისეთი საოცარი , როგორიც ხარ..შენ!”
ეს წერილი ჩემს პატარას ჯერ კიდევ მის დაბადებამდე დავუწერე, თუმცა რა ვიცოდი, რომ სულ რამდენიმე საათში მოინდომებდა თავნება ქალბატონი იმ სამყაროს გაცნობას, რომელსაც დავპირდი. მახსოვს, როცა პირველად დავინახე, ღმერთო რა პატარაათქო ჩავილაპარაკე და ექიმმა გაკვირვებული შემომხედა -შენთან შედარებით კიო 😄 გულზე მეწვა და დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი მის ყველა ქმედებას. შეუძლებელია დედის ტვირთი ასეთ მცირე დროში გაიაზრო, თუმცა ერთს მივხვდი, დამთავრდა ჩემი “გადატყავებული მუხლების ეპოქა”, ახლა ამ პატარა არსების მოუსვენრობით უნდა გავერთო.☺️
მეგობრები ხშირად მეხუმრებოდნენ ბავშვს იმიტომ აჩენ, რომ შემდეგ მისი სათამაშოებით ითამაშოო, ერთი სული მაქვს როდის ისწავლის ჩემთან თამაშს.🥰 ჯერ კიდევ მისი მთავარი გამოხატულება ტირილია, ეს არის პაწაწუნა ადამიანი, რომელიც ღიმილს არასდროს მიბრუნებს, მაგრამ შეწუხებული სახითაც ახერხებს უსაზღვროდ გამაბრდნიეროს. ის არის მომავალი, რომელშიც მინდა ჩემი წარსულში ვერ ახდენილი ოცნებები განხორციელდეს. ეს უსუსური, ღმერთმა მომაბარა, რომ ვასწავლო ნდობა, სიყვარული, პატიება, ბედნიერება და მთელი დარჩენილი ცხოვრება ვეცდები ღმერთს ეს სურვილი შევუსრულო. 🥰

გაზიარება.

კომენტარის დატოვება